თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე ჩატარდა
21-11-2019

თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე ჩატარდა. ამ დღეს სკოლას სრულად მართავდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

„მთელი დღის განმავლობაში მოსწავლეები დამოუკიდებლად და პასუხისმგებლობით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

დღე საინტერესოდ და საქმიანად დასრულდა. დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

მადლობა თვითმმართველობის წევრებს ნაყოფიერი მუშაობისთვის. ჩვენ თქვენ გვიყვარხართ და გვეიმედებით. გისურვებთ, შემდგომ წარმატებას სკოლაშიც და მის ფარგლებს გარეთ“,- ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203