
მიმდინარე სასწავლო წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის საჯარო სკოლასა და „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი - პროფესიული უნარების განვითარების კურსზე მეხილეობაში.
პროექტში ქსოვრისის საჯარო სკოლის 10 მოსწავლე მონდომებით ჩაერთო.
მათ, პროექტის ფარგლებში, სკოლის ეზოში სხვადასხვა ნერგები დარგეს.
დირექცია მადლობას უხდის სკოლის მოსწავლეებს აქტიურობისა და გარემოზე ზრუნვისთვის.
იხილეთ ფოტოები