
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულიკამის საჯარო სკოლის პირველ კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული. ღია გაკვეთილს ამავე სკოლის სხვა პედაგოგები ესწრებოდნენ.
პირველკლასელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ანბანის მიმართ, პატარები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ საგაკვეთილო აქტივობაში.
საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.