ფცის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება მოკრძალებული ღონისძიებით აღნიშნეს
21-11-2019

ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება მოკრძალებული ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლის დირექციამ მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარმატებული წელი უსურვა.

„სკოლაში წუთიერი დუმილი მიაგეს ცისია ბერუაშვილის ხსოვნას. სასწავლო წლის დაწყება მოგვილოცეს სკოლის დირექტორმა გელა ქოთოლაშვილმა და სასწავლო ნაწილის გამგემ ნანა ვართასაშვილმა. 

მათ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გააცნეს სიახლეები, დღის რეჟიმი და სკოლის შინაგანაწესი. მადლობა გადაუხადეს ქარელის მერს ზაზა გულიაშვილს, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ალექსი ჯოჯიშვილს და ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გელა ბერუაშვილს სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვის“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203