თხილნარის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა შეხვედრაზე იყვნენ მიწვეულნი
21-11-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები, ხათუნა ზოიძე და ირმა კარანაძე, დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა შეხვედრაზე იყვნენ მიწვეულნი.
შეხვედრას საქართველოს მეცნიერთა პროფკავშირმა უმასპინძლა.
პროექტი დანიურ-ქართულ თანადგომასა და პარტნიორობას ეხებოდა, ასევე, პროექტი შეეხებოდა სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობის განვითარებას საქართველოში პროფკავშირთა თანამშრომლობით თემაზე - წერითი დავალებები და განმსაზღვრელი შეფასებები.
სემინარის მონაწილე მასწავლებლები სკოლაში პედაგოგებს შეხვდნენ და მათ პროექტი, დანიური მიდგომები და თანამედროვე სწავლების მეთოდები გააცნეს.