
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა ქეთევან გედენიძემ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში IIIგ კლასთან ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე: „ქალაქის/სოფლის ხმები“ /გარე სამყარო მუსიკაში/.
გაკვეთილი იყო სახალისო და საინტერესო აქტივობებით დატვირთული.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა მოსმენილი მუსიკალური ინტონაციები დააკავშირეს ქალაქის და სოფლის ხმებს, აღწერეს ქალაქი, სოფელი, მიბაძეს ინტონაციურად, გააანალიზეს ხმის, ხმაურის, რიტმის როლი განწყობის, განცდის, შინაგანი მდგომარეობის გადმოცემისას და დააკავშირეს ერთმანეთთან, შეასრულეს რიტმული ინტონაციური სავარჯიშოები. გაეცვნენ მ. დავითაშვილის შემოქმედებას.
გაკვეთილს ესწრებოდა კურიკულუმის ექსპერტი შორენა ტყემალაძე.
იხილეთ ფოტოები