ლამისყანის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლექციური ტიპის გაკვეთილები ჩატარდა
20-11-2019

კასპის მუნიციპალიტეტის ლამისყანის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ლექციური ტიპის გაკვეთილები ჩატარდა.

გაკვეთილებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი იზაბელა ფალაშვილი ხელმძღვანელობდა.

„ასეთი ტიპის გაკვეთილები ხელს შეუწყობს მოსწავლეების თვითშეგნების ამაღლებას, ისწავლიან სიყვარულს, პატივისცემას. როგორც ათი მცნება მოგვიწოდებს, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ტოლერანტობის გარეშე შეუძლებელია მშვიდობა, ხოლო მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარება“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203