ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
20-11-2019
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის, ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს.

სოფო მურუსიძეს, თამარ მურუსიძესა და რუსუდან კარკაძეს მენტორის სტატუსი მიენიჭათ. სალომე თადუმაძემ, ლელა მოსეშვილმა, რუსუდან ხობუამ, მადონა ჭელიძემ, ნინო ბახსოლიანმა, მაკა ჭელიძემ, ირმა ოსაძემ და ლელა ბრეგაძემ კი წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.

სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებლებს წარმატებას ულოცავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად, უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203