ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
20-11-2019
ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლეჩხუმში, სოფელ ბარდნალაში, ცნობილი ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის, სახლ-მუზეუმში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
„ბავშვები სულგანაბული უსმენდნენ გიდს-ქალბატონ ფატის, რომელმაც ბევრი საინტერესო რამ უამბო ბავშვებს. პატარებმა წაიკითხეს ლადოს ლექსები, მოიარეს ლადოს ეზო-კარი და მხიარული განწყობით დატოვეს იქაურობა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ექსკურსიაზე დაწყებითი კლასის მოსწავლეები, (რამოდენიმე მშობლები) და კლასის დამრიგებლები იმყოფებოდნენ.
ექსკურსია მოეწყო დირექციისა და მშობელთა დახმარებით მოეწყო, რისთვისაც სკოლის წარმომადგენელი მათ მადლობას უხდის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს