გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინოვაციების ბანაკის გამარჯვებულთა შორის არიან
20-11-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინოვაციების ბანაკის- „ფინანსურ წიგნიერება“ გამარჯვებულთა შორის არიან.

„2019 წლის 17 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 12 საათიანი ინტენსიური გენერირების ღონისძიება „ინოვაციების ბანაკი ფინანსურ წიგნიერებაში“ მოეწყო. მოსწავლეები ბიზნეს გამოწვევას გაეცნენ, რომლის გადაჭრის გზებზეც 12 საათის განმავლობაში იმუშავეს და პრეზენტაციით ბიზნეს გეგმა წარმოადგინეს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, დღის ბოლოს ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც სწორედ გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები შედიოდნენ.

მოსწავლეებს „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

გალავნის საჯარო სკოლის მე-11 კლასში არჩევით საგნად „მეწარმეობის საფუძვლები“ ისწავლება. საგნის მასწავლებელი ელისაბედ ნავდარაშვილია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203