თბილისის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები დოჰაში ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს წარადგენენ
20-11-2019

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა დამტკიცდა. საქართველოს ნაკრების ყველა წევრი თბილისის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეა. სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს ნაკრებს.

„დოჰაში (ყატარი) 3-12 დეკემბერს საქართველოს ღირსებას დაიცავენ:

1. მარიამ ქათამაშვილი;
2. ალექსანდრე ქოქიაური;
3. მიხეილ სეფაშვილი;
4. ლუკა ზუხბაია;
5. ლუკა მჭედლიძე;
6. ნანო კანტიძე.

ყველა მოსწავლე ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში სწავლობს. ისინი მსოფლიოს 78 ქვეყნის თანატოლებს შეეჯიბრებიან STEM-ის (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია) საგნებში. ოლიმპიადის სამუშაო ენა ინგლისურია.

გუნდს უხელმძღვანელებს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ბ-ნი მამუკა მესხიშვილი“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203