ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
20-11-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ანნა პეტროსიანის და მარეტა დულხანიანის ხელმძღვანელობით, ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს.

მოსწავლეები ღონისძიებაში მონდომებით ჩაერთვნენ. მათ შეასრულეს სხვადასხვა ნაციონალური ცეკვები, ასევე საზოგადოებას შეახსენეს ქვეყნებს შორის კულტურისა და ტრადიციების განმასხვავებელი ნიშნები და აღნიშნეს, რომ ერთა შორის მეგობრობა, მიუხედავად განსხვავებულობისა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ღონისძიების მონაწილეებმა თვალსაჩინოდ წარმოადგინეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და მიზნობრივია ერთა შორის მეგობრობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა. მათი თქმით, კაცობრიობის მთავარი მიზანი მშვიდობა და მისი დაცვაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203