ბუშეტის საჯარო სკოლაში სწავლების პროცესში ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს აქტიურად იყენებენ
20-11-2019
თელავის მუნიციპალიტეტის ბუშეტის საჯარო სკოლაში პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში სწავლების პროცესში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შეტანა წარმატებით მიმდინარეობს.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მასწავლებლები ელექტრონულ სასწავლო რესურსებს თავად ქმნიან და კოლეგებს უზიარებენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, პროექტის - „ახალი სკოლის მოდელი“ მისიაა სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნით შეაიარაღებს.

პროექტის მიზანია სასკოლო კულტურის განვითარება და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203