ტინისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ატმოსფერული ჰაერის კვლევაში მონაწილეობდნენ
20-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის, ტინისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ატმოსფერული ჰაერის კვლევაში ჩაერთნენ.
სპეციალისტებმა მოსწავლეების დახმარებით ატმოსფერულ ჰაერში სინჯები სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით აიღეს. აღებული სინჯები შემდგომი ანალიზისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევებს აგრძელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ანდრო ასლანიშვილი, გორის რაიონს სტუმრობდა, სადაც სააგენტოს სპეციალისტებთან და ტინისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სინჯების აღების პროცესს გაეცნო და მოსწავლეებს გარემოს მონიტორინგის მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.
აღნიშნული კვლევის ინიციატორი თავის მოსწავლეებთან ერთად ტინისხიდის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, მაკა მაკარიძეა.
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდა.
გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაბინძურების მონიტორინგს თბილისსა და რეგიონებში აგრძელებს. საქართველოს მასშტაბით შერჩეულ ლოკაციებზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯებს იღებენ.
მიღებული კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს