გურიანთის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა უმცროსკლასელებთან თემაზე - „კონფლიქტები და მათი გადაჭრის გზები“ შეხვედრა ჩაატარეს
20-11-2019
თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, გურიანთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა მე-5 კლასის მოსწავლეებთან სხვადასხვა აქტივობით გამდიდრებული შეხვედრა ჩაატარეს.
შეხვედრის თემა „კონფლიქტები და მათი გადაჭრის გზები“ იყო.
აქტივობები მოიცავდა მინი ლექციას, როლურ თამაშებს, დისკუსიასა და გაზეთის გამოშვებას.