გეზათის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
20-11-2019
აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საგანგებო ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები სკოლის მოსწავლეები, დამრიგებლები, ღონისძიების ორგანიზატორი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მაია ხომერიკი და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, სოფიო ჯიბლაძე.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელ მაია ხომერიკის ხელმძღვანელობით VIII-IX კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ტოლერანტობა და საქართველოს მეფეები“ კონფერენცია მოაწყვეს.
კონფერენცია ამავე თემაზე შექმნილი კედლის გაზეთის პრეზენტაციით გაიხსნა.
მოსწავლეებმა ქართველ მეფეებსა და მხედართმთავრებზე, რომლებმაც ტოლერანტობით თავი გამოიჩინეს, შთამბეჭდავად ისაუბრეს.
კონფერენციის დასასრულს დისკუსია გაიმართა.
მოსწავლეებმა აღნიშნული საკითხისადმი თავიანთი აზრი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ამ მეფეების მაგალითზე აღზრდილები ყოველთვის ტოლერანტები და შემწყნარებლები იქნებიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს