ქუთაისის N19 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
20-11-2019

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

მოსწავლეებს საჩუქრები ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა გადასცეს.

სკოლის დირექცია ულოცავს საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს: ნინი ჯუღელს, ქრისტინე ჯანელიძეს, გიორგი ბოჭორიშვილსა და ტატე ქათამაძეს დამსახურებულ ჯილდოს.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203