
ადიგენის მუნიციპალიტეტის დიდი სმადის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ნინო მაისურაძემ IX კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: „საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობა ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან „სარჩობელაზედ“.
გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეგოთ საზოგადოებისა და პიროვნების როლი დამნაშავის სიკვდილით დასჯის შესახებ.
მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს საზოგადოების გულგრილობასა და სიმკაცრეზე, რომ ხშირად ბუნებით კეთილი ადამიანი ბოროტმოქმედების გზას ადგება, გამოკვეთეს მოთხრობის პრობლემური საკითხი.
მოსწავლეებმა აღნიშნული ნაწარმოების მიხედვით მოირგეს როლები დიდი სმადის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ღია გაკვეთილი ჩაატარადა განასახიერეს პერსონაჟები. ასევე გამართეს დისკუსია თემაზე: „პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება ცალკეული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე".
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში და არგუმენტირებულად დაასაბუთეს თავიანთი აზრი.
იხილეთ ფოტოები