წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მზოვრეთის მამათა მონასტერი მოინახულეს
20-11-2019
მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის თანამშრომლებმა მზოვრეთის მამათა მონასტერი დაათვალიერეს.

ისინი მონასტერში სასწავლო-შემეცნებითი პროექტის „შემოდგომის საქართველოს“ ფარგლებში იმყოფებოდნენ, რომელიც მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მუზეუმების, ისტორიული ადგილებისა და ბუნების ძეგლების მონახულებას და შესწავლას.

„ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. წალკოტად გადაქცეულ მონასტერში ბერებმა დიდი სითბოთი და სტუმართმოყვარეობით მიიღეს სტუმრები სვანეთიდან, ჩაგვიტარეს ექსკურსია ციხე-სიმაგრეში, გვიამბეს მონასტრის ისტორიაზე და ბერების ყოფაზე, სხვადასხვა რაკურსიდან დაგვანახეს ისტორიული ძეგლი. ყველანი დავრჩით ძალიან გახარებულები იმ ენერგეტიკით, რაც მივიღეთ მონასტერში ყოფნით. მადლობას ვუხდით მზოვრეთის  მონასტრის ბერებს ასეთი სასიამოვნო დღისთვის“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203