სურამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაწარმოებზე -„თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ დისკუსია გამართეს
20-11-2019
სურამის N1 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის ფარგლებში VIII კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ამერიკელი მწერლის, რიჩარდ ბახის, ნაწარმოები - „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ წაიკითხეს და მასზე დისკუსია გამართეს.
პედაგოგმა მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია მოამზადა და აღნიშნა, რომ მათ პრეზენტაციისას სიყოჩაღე გამოიჩინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაციით პედაგოგებიც და მოსწავლეებიც კმაყოფილები დარჩნენ.