პატარა ქანდის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ქასურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას სტუმრობდნენ
20-11-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის, პატარა ქანდის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ქასურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას სტუმრობდნენ.

„პედაგოგებს და მოსწავლეებს გვქონდა პატივი, საგანმანათლებლო ექსკურსიის ფორმატით ვყოფილიყავით  პირველი ჯგუფი, რომელმაც მოინახულა ქასურის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია(VIს)  და აღდგენითი სამუშაოები“, - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

აღდგენითი სამუშაოები ეკლესიაში ვაჟა უსანეთაშვილის არქიტექტორობით მიმდინარეობს.

სკოლის ადმინისტრაცია მას ექსკურსიის ორგანიზებისთვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203