ქუთაისის N29 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
20-11-2019
ქუთაისის N29 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარჩინებით სწავლისთვის საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები მიიღეს.

„2019 წლის 19 ნოემბერს, ქუთაისის N29 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, კურსდამთავრებულებს „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2019 წლის სამოქმედო გეგმის პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი"-ს ფარგლებში საჩუქრად გადაეცათ სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერები“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203