ძირკვაძეების საჯარო სკოლის I კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა
20-11-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის ძირკვაძეების საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნადიე ქამადაძემ პირველ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო „ჯადოსნური ანბანი, ასო-ბგერა „მ“.

შიდა დაკვირვების გაკვეთილს ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის წევრები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი იყო მრავალფეროვანი, ძალიან სახალისო და  საინტერესო.

გაკვეთილზე გამოყენებული იყო მრავალფეროვანი რესურსი.

„ძალიან დიდი მადლობა ნადია მასწავლებელს და მის პატარა აღსაზრდელებს ასეთი კარგი გაკვეთილის ჩატარებისათვის. წარმატებები შემდგომში“,- ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203