„ტოლერანტობით იწყება მშვიდობა“ - ასპინძის საჯარო სკოლაში ტოლერანტობისა და თანასწორობისათვის მიძღვნილი კვირეული გაიმართა
20-11-2019

„ტოლერანტობით იწყება მშვიდობა“ - ამ დევიზით დასრულდა ასპინძის საჯარო სკოლაში ტოლერანტობისა და თანასწორობისათვის მიძღვნილი კვირეული.

კვირეული მიმდინარეობდა 11 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სამოქალაქო განათლების პედაგოგების (თ.წითლანაძე, ლ.ბუჩუკური და თ.ინასარიძე) ორგანიზებით. პროექტში ჩართული იყო VII- X კლასები.

კვირეულის ფარგლებში პედაგოგებმა ჩაატარეს ლექციური გაკვეთილი, მოეწყო ესეების პრეზენტაცია, შედგა შეხვედრა მოძღვართან, რომელიც კითხვა -პასუხის რეჟიმში ჩატარდა მოეწყო დებატები - ტოლერანტობა და თანასწორობა ჩვენს ყოველდღიურობაში, ხოლო შემდეგ სკოლის ფოიეში გამოიფინა ნახატები, რომლებშიც ჩანდა მოსწავლეების მიდგომა ამ თემის მიმართებით კვირეულმა საინტერესოდ და ორგანიზებულად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203