ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო გაზეთი შექმნეს
20-11-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, ვიკტორ კლინკაროვმა და ქრისტინე ლავრენტიევამ, სასკოლო გაზეთი შექმნეს.

მოსწავლეებმა პრაქტიკული სამუშაო ქართული, როგორც მეორე ენაში, ნასწავლ თემასთან(რას წერენ პრესაში) დაკავშირებით ჩაატარეს.

მათ ინტერვიუს თემა და რესპოდენტი შეარჩიეს. რესპონდენტებად შერჩეულები იყვნენ როგორც მასწავლებლები, ასევე, მოსწავლეები.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, მოამზადეს შეკითხვები და ჩაწერეს პასუხები. შემდეგ ინფორმაცია დაამუშავეს, ხელნაკეთი გაზეთი შექმნეს და მისი პრეზენტაცია გამართეს.

აქტივობას ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი, თინა ბაწაშვილი, ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203