უწერის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა
20-11-2019

ონის მუნიციპალიტეტის უწერის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა მორთეს საკლასო ოთახი, შემდეგ კი ძაფზე ნიგოზი თავისი ხელით აასხეს და ჩურჩხელები ამოავლეს.

„მოსწავლეებმა ყველაფერი მორთეს შემოდგომის ფერებში. ტრადიციის თანახმად, მოადუღეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები. გია ყანჩელის მუსიკის ფონზე კი ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები. ყველამ ერთად - მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა გავაცილეთ შემოდგომა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203