ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში კონკურსი ჩატარდა
20-11-2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში კონკურსი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში  V, VI და XI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით (მასწავლებელი ზაზა ლიკლიკაძე) გაიმართა კონკურსი საქართველოს კუთხეების ღირსშესანიშნაობების თვალსაჩინოდ პრეზენტაციისათვის ი.ს.ტ.-ის გამოყენებით.

მოსწავლეებმა 1 სთ-ის განმავლობაში პროგრამა power pint-ის გამოყენებით დავალება საინტერესოდ წარმოადგინეს.

გამოვლინდა გამარჯვებულები:

  1. მაია ნიკოლაძე - XI კლასის მოსწავლე
  2. დათო ჩხიკვაძე - VI კლასის მოსწავლე
  3. რამაზ გოქაძე - XI კლასის მოსწავლე

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203