საგვაზავოს საჯარო სკოლაში თანასწორობისა და ტოლერანტობის თემაზე რამდენიმე აქტივობა ჩატარდა
20-11-2019

აბაშის მუნიციპალიტეტის საგვაზავოს საჯარო სკოლაში, თანასწორობის და ტოლერანტობის კვირეული ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნულ თემაზე მოეწყო მოსწავლეების მიერ ნახატების გამოფენა- კონკურსი. ასევე ჩატარდა გაკვეთილი მე-9 კლასში თემაზე „ყველა განსხვავებული თანასწორია“.

გარდა ამისა, სკოლაში ჩატარდა კონფერენცია „მე ვირჩევ თანასწორობას“. კონფერენციაზე მოსწავლეებმა ანჟელა გვაზავამ, ნინო და ზეზვა ბოკუჩავებმა წაიკითხეს თემები: „როგორ გვესმის თანასწორობა“ და „თანასწორობა და ტოლერანტობა“.

კონფერენციის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული ნახატების ავტორები.

კონფერენციას პედაგოგი  შორენა კუჭუხიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...