ასკანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული სპორტის ღია გაკვეთილი ჩატარდა
20-11-2019
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ასკანის  საჯარო სკოლაში სპორტის ღია გაკვეთილი ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სპორტის საგანში ჩატარებული ღია გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.  გამაჯანსაღებელ ვარჯიშებთან ერთად მოსწავლეები სხვადასხვა სპორტული თამაშებით იყვნენ დაკავებულნი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული აქტივობის ერთ-ერთი მიზანი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...