ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
20-11-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

„2018-2019 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები: ლანა ტყაბლაძე, ანა ტყაბლაძე, მარიამ შვანგირაძე და ლიკა კეთილაძე პროგრამით „ჩემი პირველი კომპიუტერი" დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მადლობა მათ ამ პროგრამის განხორციელებისათვის“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...