ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს კონფერენცია მიუძღვნეს
20-11-2019

ქუთაისის N31 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ხელმძღვანელობით, ჩატარდა კონფერენცია - „ებრაელებისა და ქართველთა ურთიერთობები ქუთაისის მიდამოებში“.

კონფერენციას ქუთაისის N31 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ხელმძღვანელი ელისო ელისო უშვერიძე,  კათედრის წევრები ლია ალავიძე და ლელა კინწურაშვილი,სკოლის დირექტორი ქალბატონი ირმა შველიძე, დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ეკა ჭეიშვილი და IX, X, XI კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

X „ა“ კლასის მოსწავლეებმა: ნინო ბაქრაძემ, სალომე ტორაძემ და მარიამ ფუტკარაძემ გააცოცხლეს ებრაელებისა და ქართველების 26 საუკუნოვანი ისტორია; მოკლედ ისაუბრეს ებრაელთა ტომის წარმოშობის ისტორიაზე, მათ განსახლებაზე მსოფლიოს ქვეყნებში, სემიტურ მოძრაობაზე, ისრაელის სახელმწიფოს წარმოშობასა და თანამედროვე პრობლემებზე.

კონფერენციის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ებრაელთა დასახლებაზე ქუთაისში, მათ მოღვაწეობაზე, ყოფა-ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებებზე.

ღონისძიება დასრულდა დოკუმენტური ფილმით - „ჩვენი ეზო“, რომელიც ნათლად ასახავს ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...