„წლები განვლილი ნორჩებზე ფიქრით“ - სახალოვაშოს საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს ღონისძიებით გამოემშვიდობა
20-11-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ედნარ დიასამიძის სახელობის სახალოვაშოს საჯარო სკოლაში ჩატარდა ღვაწლმოსილ პედაგოგ-თალიკო ლომთაძესთან გამომშვიდობების საღამო.

„ამაგდარი ქალბატონისადმი უდიდესი მოწიწება და პატივისცემა გამოხატეს მისმა აღზრდილებმა, მშობლებმა, კოლეგებმა. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა სცენაზე იმ ვაჟკაცების გამოჩენა, რომელთა კლასითაც დაიწყო თალიკო მასწავლებელმა პედაგოგიური მოღვაწეობა. აწ უკვე დადინჯებულმა, დაბრძენებულმა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ვაჟკაცებმა მდლიერებითა და სიყვარულით გაიხსენეს პირველი მასწავლებლის ღვაწლი.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ქეთევან სულაბერიძემ.

საღამო გახსნა და დახურა ღონისძიების ორგანიზატორმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნაირა აბაშიძემ, რომლის პათეტიკურმა გამოსვლამ განსაკუთრებული სიამაყით და ამავდროულად, სევდით აავსო დამსახურებული კოლეგის გული“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203