ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლაბორატორიული სამუშაოები ჩაატარეს
20-11-2019
ხონის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - პრეპარატის დამზადება და დათვალიერება მიკროსკოპის საშუალებით, ლაბორატორიული სამუშაოები ჩაატარეს.
ლაბორატორიული სამუშაოები აინშტაინის ლაბორატორიაში ჩატარდა. მოსწავლეებს პედაგოგი დალი მარდალეიშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები თემით ძალიან დაინტერესდნენ და სამუშაოებში აქტიურად ჩაერთნენ.