გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე სახელმწიფო მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ
20-11-2019

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე სახელმწიფო მუზეუმსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. ექსკურსიას ისტორიის მასწავლებელი ნაირა აფციაური ხელმძღვანელობდა.

„სასწავლო ექსკურსიას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ინტერესისა და ცნობიერების აღძრვასა და ამაღლებაში. სწორედ სწავლის პირველ საფეხურზე გვმართებს მასწავლებლებს დიდი ძალისხმევა, რომ მოსწავლეებში დავნერგოთ საგნისადმი ინტერესი და სიყვარული. ამ მიზნის მისაღწევად ისტორიის მასწავლებელმა ნაირა აფციაურმა დაგეგმა და განახორციელა სასწავლო ექსკურსია მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის სახელმწიფო მუზეუმში და ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ოქროს ფონდმა და ზოოლოგიურმა განყოფილებამ. ისინი გულისყურით უსმენდნენ ექსკურსიამძღოლს და მის კითხვებს უშეცდომოდ პასუხობდნენ.

„ძალიან გამიხარდა, როცა ექსკურსიამძღოლმა მადლობა გადამიხადა კარგად აღზრდილი და მომზადებული მოსწავლეების გამო“- ამბობს კლასის დამრიგებელი ნაირა აფციაური“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203