ქორეთის საჯარო სკოლაში მინი კომპანია -  „მარჯვე ხელები“ ფუნქციონირებს
20-11-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ქორეთის საჯარო სკოლაში მეწარმეობის საფუძვლების ფარგლებში მინი კომპანია ფუნქციონირებს.

კომპანია - „მარჯვე ხელები“ ხელნაკეთ ნივთებს, სუვენირებსა და აქსესუარებს ამზადებს.

დეკემბრის ბოლოს კომპანია საახალწლო გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს. შემოსული თანხით კომპანია წარმოების გაფართოებას გეგმავს.

სააღდგომო გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხით კი სოფელში მცხოვრებ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარებიან.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203