ფცის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობა, სველი წერტილები და სპორტდარბაზის იატაკი გაკეთდა
20-11-2019

ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლაში, ქარელის მერის - ზაზა გულიაშვილის ხელშეწყობით, ცენტრალური გათბობა, სველი წერტილები და სპორტდარბაზის იატაკი გაკეთდა. ასევე  ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის - გელა ბერუაშვილისა და მისი ვაჟების ფინანსებით ნაწილობრივ შემოიღობა სკოლის ეზო.

„სოფლის მკვიდრის, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის - გელა ბერუაშვილისა და მისი ვაჟების ფინანსებით ნაწილობრივ შემოიღობა სკოლის ეზო. მადლობა მათ სკოლის   გასაჭირის გულთან ახლოს მიტანისათვის.  სკოლის პერსონალიც, მოსწავლეებიც  და მშობლებიც გახარებულები  არიან ამ შენაძენებით, თუმცა სკოლაში კიდევ ბევრია გასაკეთებელი და იმედია, გულშემატკივრები კიდევ იზრუნებენ სწავლა-აღზრდის სათანადო პირობების შექმნისათვის“,-აცხდებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203