იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაზე - „ნორჩი დეკლამატორი 2019“ დაჯილდოვდნენ
20-11-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ნორჩი დეკლამატორის“ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის 80 წლის იუბილის ფარგლებში სახელოვნებო გაერთიანების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახლში ტრადიციული ღონისძიების - „ნორჩი დეკლამატორი 2019-ის“ I ეტაპი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობისთვის იანეულის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე დემეტრე თოდრია - „ნორჩი დეკლამატორი 2019-ის" გამარჯვებულის დიპლომით, III კლასის მოსწავლე ლიზი კალანდაძე - „ნორჩი დეკლამატორი 2019-ის“ საუკეთესო მეტყველებისათვის გამარჯვებულის დიპლომით, IV კლასის მოსწავლე ანდრია ცინცაძე კი „ნორჩი დეკლამატორი 2019-ის“ გამარჯვებულის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203