
გორის მუნიციპალიტეტის ტყვიავის საჯარო სკოლა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 179 წლის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, იაკობობა-2019-დედაენის ზეიმთან დაკავშირებულ ღონისძიებაში ტყვიავის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ - ნინო კინკრიაშვილმა შეასრულა ცეკვა „ჯეირანი“.
მოცეკვავემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საღამო უფრო გაულამაზა. მისი ცეკვა სანახაობრივად ლამაზი და დახვეწილი იყო.