ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგნობრივ ოლიმპიადაზე პირველი და მეორე ხარისხის დიპლომები მოიპოვეს
20-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა „კინგსის“ ქართული ენისა და მათემატიკის ოლიმპიადაზე პირველი და მეორე ხარისხის დიპლომები მოიპოვეს.
სკოლამ მოსწავლეებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადასცა.
ეს მოსწავლეები არიან: ლიზი რევაზაშვილი, კახა ზუბიაშვილი, ქრისტინა მაზანაშვილი, გიორგი ტერუნაშვილი და მარიამ როყვა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეების წარმატება პედაგოგის ენერგიული და დაუღალავი შრომის შედეგია.