
აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, გიორგიწმინდის საჯარო სკოლის წარჩინებულ მეათეკლასელებს - მარიამ გუგუტიშვილსა და ლიკა კევლიშვილს, საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის ლეპტოპები გადაეცათ.
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, პროგრამას - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ახორციელებს.
მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა, კომპიუტერები გადაეცემათ.