კორბოულის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო ქოუჩინგი განხორციელდა
20-11-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, კორბოულის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო ქოუჩინგი განხორციელდა, რომლის მიზანიც მოსწავლეებში საკუთარი სწავლის პროცესის მართვის უნარების გამომუშავება იყო.

სასწავლო ქოუჩინგი მუდმივი თანმიმდევრული მუშაობის პრინციპს ეფუძნებოდა.

ქოუჩინგის განსახორციელებლად მე-6 კლასი  და ორი ქოუჩი: ხათუნა მაჭარაშვილი და მანანა ტაბატაძე შეირჩნენ. თითეულ ქოუჩს 8 მოსწავლე ჰყავდა. ქოუჩინგის შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ  ტარდებოდა  და 15 წთ გრძელდებოდა.  

სასწავლო ქოუჩინგით კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, გელა მაჭარაშვილი,  გერმანიაში დაინტერესდა, სადაც ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა.

ქოუჩინგით დაინტერესების შემდეგ გერმანელი კონსულტანტის ხელმძღვანელობით  სკოლის პედაგოგებმა გაირეს ტრენინგი - ,,სასწავლო ქოუჩინგის შესახებ“.

ქოუჩინგის  შედეგად მოსწავლის პიროვნული ზრდა და აკადემიური შედეგები უმჯობესდება, ასევე, ვითარდება კომუნიკაციის და პრობლემის გადაჭრის უნარი.    

სასწავლო ქოუჩინგის შესახებ ვრცლად გაეცანით ბმულზე

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203