კვაცხუთის საჯარო სკოლაში თემაზე -„უძველესი საკრავები“ მუსიკის გაკვეთილი ჩატარდა
20-11-2019
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კვაცხუთის საჯარო სკოლის VII კლასში თემაზე - „უძველესი საკრავები“ მუსიკაში გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი პედაგოგმა ვერა მელაშვილმა ჩაატარა.
„აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ლუკა კვატაშიძემ, სანდრო კობახიძემ, საბა ლობჯანიძემ და გიგა წვერავამ თავიანთი მარჯვე ხელებით შექმნეს რესურსი (საკრავები), რაც დაეხმარათ მასალის უკეთ გააზრებაში“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.