მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული კლასის საათი ჩატარდა
20-11-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასში საინტერესო აქტივობებით დატვირთული კლასის საათი ჩატარდა.
მოსწავლეებს კლასის საათი დამრიგებელმა, თინათინ გეორგაძემ, ჩაუტარა.
„პედაგოგმა საინტერესოდ გააერთიანა ორი თემა: „მზე შემოდგომისა“ და „აფხაზეთი ტკივილი ჩვენი“. საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილით, ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის უდიდესი დანაკარგი აფხაზეთი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.