ქვენობნის საჯარო სკოლის ფრენბურთის გუნდმა სპორტულ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზა
20-11-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობნის საჯარო სკოლის ფრენბურთის გუნდის წევრმა მოსწავლეებმა რაიონულ სპორტულ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს.
„მოსწავლეებმა, პედაგოგ გრიშა თოდრიას ხელმძღვანელობით, წარმატებით იასპარეზეს სასკოლო რაიონულ სპორტულ შეჯიბრებაში და დაიკავეს მესამე საპრიზო ადგილი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ქვენობნის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მომავალ ასპარეზობაში წარმატებებს ისურვებს.