საჩინოს საჯარო სკოლაში პროექტი - „დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა“ განხორციელდა
20-11-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჩინოს საჯარო სკოლაში პროექტი „დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა“ განხორციელდა.

პროექტში III კლასის მოსწავლეები აქტიურად და მონდომებით ჩაერთვნენ.

პროექტით სწავლება საინტერესო მეთოდია, სადაც მოსწავლე თვითონ არკვევს, რა არის პრობლემა, რაში მდგომარეობს, ეძიებს მისი გადაწყვეტის გზებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლე მთელი ამ პროცესის განმავლობაში აქტიური, კომუნიკაბელურია, იკვლევს და ეძებს სხვადასხვა ინფორმაციას (სპეციალური ლიტერატურა, თემატური კვლევები, ელექტრონული ინფორმაცია, ინტერვიუ…) და ამ უკვე ახალი ცოდნით  ადვილად ახერხებს დასახული მიზნის მიღწევას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203