ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტული მიღწევებით გამოირჩევიან
20-11-2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის, ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონის და საკავშირო ტურნირების გამარჯვებულის, სპორტის ოსტატის, ვასილ ლაფაჩიშვილის, სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდნენ.

ტურნირი საგარეჯოში 2009-2010 წელს დაბადებულთა შორის 44კგ წონით კატეგორიაში ჩატარდა.

მოსწავლეებმა ორგორის საჯარო სკოლა ასახელეს და ტურნირიდან მედლები და სიგელები ჩამოიტანეს.

ვანო ზაქაიძემ - I ადგილი, ლევან ბერიძემ და ვასიკო ივანიძე კი III ადგილები დაიკავეს.

ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ჭიდაობის გარდა, ფეხბურთზეც დადიან და ბევრ წარმატებასაც აღწევენ. გიორგი ზაქაიძე და გიგა გაგაძე, ასპინძაში რაიონულ პირველობაში პირველი ადგილები აიღეს.

სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203