ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდმა აჭარის რეგიონალურ ჩემპიონატზე მინი ფეხბურთში პირველი ადგილი დაიკავა
20-11-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდმა, აჭარის რეგიონალურ ჩემპიონატზე მინი ფეხბურთში, პირველი ადგილი დაიკავა.

სკოლა ჩემპიონატზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელით ასპარეზობდა.

ჩემპიონატში ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლების ექვსი გუნდი მონაწილეობდა.

მოსწავლეები მედლებით, მადლობის სიგელებითა და გარდამავალი თასით დაჯილდოვდნენ.

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გუნდს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203