მარტყოფის N2 საჯარო სკოლის VIII კლასში ლაბორატორიული სამუშაო ჩატარდა
19-11-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N2 საჯარო სკოლის VIII კლასშისაყრდენ-მამოძრავებელი" სისტემის შესწავლის შემდეგ ლაბორატორიული სამუშაო ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ცდამ წარმატებულად ჩაიარა. მოსწავლეებმა ლაბორატორიული სამუშაოს შესრულებით თეორიული ცოდნა განიმტკიცეს.

„ლაბორატორიული სამუშაო შეეხებოდა ძვლის ქიმიურ შედგენილობას. კერძოდ, ჰიპოთეზა, რომ ორგანული ნივთიერებები ძვალს ანიჭებენ ელასტიურობას და მოქნილობას, ეს დავადასტურეთ პრაქტიკული სამუშაოთი.

მასალად შევარჩიეთ ქათმის ძვლები, რომელიც მოვათავსეთ მარილმჟავის 10% ხსნარში და დავაყოვნეთ 48 საათი.

თეორიულად ვიცით, რომ მარილმჟავას ძვლიდან გამოაქვს მინერალური მარილები, რჩება ორგანული ნივთიერებები. ამის შემდეგ მას ენიჭება იშვიათი ელასტიურობა და შეგვიძლია მისი ძაფივით გადანასკვა.

ის, რაც თეორიულად ვიცოდით პრაქტიკულადაც დავადასტურეთ. ცდამ წარმატებული შედეგი მოგვცა და ჩვენი ჰიპოტეზა გამართლდა. კეთებით სწავლება მართლაც არაჩვეულებრივი საშუალებაა მიღებული ცოდნის განმტკიცებისათვის“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203