ვერნების საჯარო სკოლა სპორტულ შეჯიბრში რაქვთის საჯარო სკოლას დაუპირისპირდა
19-11-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის ვერნების საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ აქტივობაში რაქვთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაუპირისპირდნენ.

სკოლებს შორის შეჯიბრი ფრენბურთსა და ფეხბურთში ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სპორტული შეჯიბრი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა და მისი ლოზუნგი იყო „ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია“.

სკოლების მოსწავლეები სპორტულ აქტივობაში მონდომებით ჩაერთვნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203