გუმბრინის საჯარო სკოლას აფხაზეთის ომის გმირის გოჩა წულაიას სახელი მიენიჭა
19-11-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრინის საჯარო სკოლაში აფხაზეთის ომის გმირი გოჩა წულაიას სახელისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აფხაზეთის ომის გმირმა გუმბრინის საჯარო სკოლა დაამთავრა და მის პატივსაცემად, 15 ნოემბრეს, გოჩა წულაიას დაბადების დღეს, სკოლას მისი სახელი მიენიჭა.

„გოჩა სოფელ გუმბრინის მკვიდრი და გუმბრინის საჯარო სკოლის აღზრდილი იყო. 15 ნოემბერი მისი დაბადების თარიღია და ამ დღეს, გოჩას გარდაცვალებიდან 27 წლის შემდეგ,  მშობლიურ სკოლას მისი სახელი მიენიჭა.

ღონისძიებაზე სკოლის აღსაზრდელებმა ვიდეო-კოლაჟის თანხლებით დამსწრე საზოგადოებას გააცნეს გოჩას ბიოგრაფია, გოჩას მეგობრებმა კი მისი საგმირო საქმები გაიხსენეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: სკოლის დირექტორი ქეთევან როყუა, გოჩას დედა ქალბატონი მანანა წულაია, მისი პირველი მასწავლებელი- ლიანა კინწურაშვილი, გმირის უახლოესი მეგობრები და თანამებრძოლები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ , მუნიციპალიტეტის მერი -გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - პაატა ახალაძე და მერის მოადგილე - ალექსანდრე დადუნაშვილი. ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე - ჯემალ გამახარია, პარლამენრატი გენადი მარგველაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი- ალუ გამახარია.

იყო ბევრი ცრემლი, თუმცა ეს სიამაყისა და სიხარულის ცრემლი იყო. გოჩა წულაიას სახელი უკვდავი იქნება მის მშობლიურ სკოლაში“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203